"ჯაბულანის" პირველი მსხვერპლი...
ბურთი, რომელიც სპეციალურად, მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატისთვის შეიქმნა, უკვე მრავალი ფეხბურთელის უკმაყოფილების საგანი გახდა. "ჯაბულანის" არაკვალიფიციურობა, გუშინდელ შეხვედრაში კიდევ ერთხელ დამტკიცდა... მაშინ, როდესაც ინგლისის ნაკრები, ამერიკის შეერთებული შტატების გუნდს 1-0 უგებდა და უკვე ალჟირთან გასამართ მატჩზე ფიქრობდა, კლინდ დემპსის დარტყმულმა, "არაპროგნოზირებადმა" ბურთმა (ასე ფეხბურთელებმა შეარქვეს), რობერტ გრინის კარში ერთობ კურიოზულად შეაღწია და ბრიტანელებს ორი ქულა დააკარგვინა.
გასულ შეხვედრაში, ინგლისელები მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდნენ მოედანზე, თუმცა ტიმ ჰოვარდისა და ოგუჩი ონიევუს გასაოცარმა ასპარეზობამ, ბრიტანელებს ორი ქულა გამოგლიჯა ხელიდან. მატჩის შემდეგ, ინგლისურ პრესაში, რობერტ გრინს ნამდვილი 'გილიოტინა' მოუწყეს... როგორც ესპანელმა საფეხბურთო ექსპერტმა, ალფრედო რელანომ განაცხადა, 2010 წლის მუნდიალზე, ფეხბურთელებს ორი კოკურენტი ეყოლებათ, ერთი რიგითი მოწინააღმდეგე ნაკრები იქნება, ხოლო მეორე "ჯაბულანის" ბურთი, რომელიც ყველაზე არაპროგნოზირებადი ნივთია დედამიწაზე.
მაშ, ასე "ჯაბულანის" პირველი მსხვერპლი გამოვლინდა, ეს რობერტ გრინია, ვინ იქნება შემდეგი?
ავტორი: Kevlisha
- 13 ივნისი 2010
- 2 178
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.