„რეალმა“ ვარჯიში განაახლა
მცირე შესვენების შემდეგ ზინედინ ზიდანმა გუნდი კიდევ ერთხელ შეკრიბა და ვარჯიში განაახლა. სამეფო კლუბი „ეიბართან“ დაპირისპირებისთვის მზადებას განაგრძობს...
ფეხბურთელებმა სესია სატრენაჟორო დარბაზში დაიწყეს, რის შემდეგაც მზადება მინდროზე განაგრძეს.
ზიზუმ დღევანდელ სესიაზე დიდი ყურადღება დაუთმო მოკლე სივრცეში ზუსტ და კომბინაციურ თამაშს.
ალვარო ოდრიოზოლა სპეციალური პროგრამით ვარჯიშობდა, ხოლო კარვახალი, აზარი, ვალვერდე, კროოსი და მარიანო აღდგენით პროცესს განაგრძობენ.
- 29 მარტი 2021
- 821
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.