პერესის გეგმა - რონალდუ და კაკა, ჰოლანდი და მბაპე!
ფლორენტინო პერესი აპირებს, რომ 2009 წლის ზაფხულში ჩადენილი სასწაული გაიმეოროს და კლუბში ერლინგ ჰოლანდისა და კილიან მბაპეს სახით ორი სუპერ წინახაზელი დაიმატოს...
2009 წელს სამეფო კლუბში სერიოზული ცვლილებები განხორციელდა. ახლადარჩეულმა პერესმა გუნდში კრიშტიანო რონალდუ და რიკარდო კაკა მოიყვანა, გარდა ამისა „მერენგებმა“ შეიძინეს ბენზემა და ჩაბი ალონსო.
ახლა პერესი კვლავ დიდი გამოწვევის წინაშე დგას. თუ „რეალი“ ტრანსფერებს არ განახორციელებს, დაღმასვლას გააგრძელებს და პრობლემების მოგვარება შემდეგ უფრო რთული იქნება.
რონალდუს და კაკას სცენარი ახლა კილიან მბაპემ და ერლინგ ჰოლანდმა უნდა გაიმერონ, რომლებსაც თავის მხრივ ერთი მაღალი დონის მცველი და ნახევარმცველი უნდა დაემატოს.
პერესს ფინანსური რესურსის მოძიება უკვე დაწყებული აქვს. არაერთი გამოცემა იუწყება, რომ პრეზიდენტი კონტრაქტორებთან სერიოზულ საკითხებზე მსჯელობს და დიდი თანხის მობილიზება აქვს მიზნად დასახული.
- 29 მარტი 2021
- 1 928
- 12
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.