მოულოდნელობა - ახალი კონტრაქტი ზინედინ ზიდანს!!!
ესპანური გამოცემების ცნობით, ფლორენტინო პერესი ზინედინ ზიდანთან თანამშრომლობის გახანგრძლივების იდეით გამოდის და თვლის, რომ თუ აქტიურ სატრანსფერო პოლიტიკას აწარმოებს, ფრანგი ლეგენდა წარმატებას კვლავ მიაღწევს.
Defensacentral-ის და კიდევ რამდენიმე გამოცემის ცნობით, პერესი ახალი კონტრაქტის დეტალებს ამუშავებს, რომლის მიხედვითაც, ზიდანი სამეფო კლუბში 2022 წლის 30 ივნისის ნაცვლად, 2024 წლის 30 ივნისამდე უნდა დარჩეს.
პერესი ზიზუს აქტიურ სატრანსფერო პოლიტიკას პირდება და თვლის, რომ სწორედ ზინედინი შეძლებს მბაპეს, ჰოლანდის და სხვა ვარსკვლავების დამატებით საოცარი შედეგების დაფიქსირებას.
ჯერ-ჯერობით უცნობია, თავად ლეგენდის პოზიცია, რომელსაც საფრანგეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელობაზე უჭირავს თვალი.
- 29 მარტი 2021
- 1 179
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.