ტონი კროოსთან დაკავშირებით „რეალში“ სერიოზული სიახლეა!
მიუხედავად იმისა, რომ ტონი კროსს სამეფო კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება, ფლორენტინო პერესი განახლებაზე უკვე მუშაობს.
„ბლანკოსს“ სურს, რომ გერმანელმა ფეხბურთელმა ახალ ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი, რომელსაც ვადა 2023 წლის ნაცვლად 2024 წელს ამოეწურება.
„ბლანკოსში“ თვლიან, რომ ტონი კარიერის დასრულებას 2023 წელს აპირებს, რაც ძალიან ნაადრევი გადაწყვეტილება იქნება, 2024 წლამდე შეთანხმების შემთხვევაში კი გერმანელის რესურსის გამოყენება სრულფასოვნად შეიძლება.
სამეფო კლუბის ეჭვს ის გარემოებაც ამყარებს, რომ ნახევარმცველი 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ სანაკრებო კარიერის დასრულებას გეგმავს.
- 29 მარტი 2021
- 1 128
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.