ლიოვი „რეალში“ 3 ფეხბურთელს ითხოვს!
გერმანული გამოცემების ცნობით, იოაჰიმ ლიოვსა და სამეფო კლუბს შორის კომუნიკაცია შედგა. გერმანელმა სპეციალისტმა ფლორენტინო პერესს საკუთარი მონახაზი წარუდგინა, სადაც ის 3 ფეხბურთელს ითხოვს.
ლიოვის მოთხოვნა „ჩელსიდან“ ტიმო ვერნერის ყიდვა იქნება, რომელიც პრემიერლიგაში ნამდვილად არ ბრწყინავს. ამის მიუხედავად, ბუნდესნაკრების დამრიგებელი მიიჩნევს, რომ ვერნერი სწორედ „მერენგების“ სტილში ზის.
მეორე ფეხბურთელი, რომელიც გერმანელ სპეციალისტს სურს კილიან მბაპეა, რომელზეც რა თქმა უნდა არცერთი მწვრთნელი არ ამბობს უარს.
და ბოლოს, ლიოვის ერთ-ერთი ფავორიტი ლეონ გორეცკაა, რომელიც როგორც გერმანიის ნაკრების, ასევე „ბაიერნის“ უდავო ლიდერი და ძალიან საიმედო ფეხბურთელია.
- 28 მარტი 2021
- 2 042
- 9
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.