„რეალის“ პრეზიდენტის გეგმა - 6 ახალი ფეხბურთელი და ახალი მწვრთნელი!
ესპანური გამოცემების ცნობით, სამეფო კლუბში დიდი ცვლილებების დრო დგება. ფლორენტინო პერესს აქვს გეგმა, რომლის მიხედვითაც, „ბლანკოსი“ თავის სიმაღლეს უნდა დაუბრუნდეს.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან ბევრი იწერება ზინედინ ზიდანის წასვლაზე, თუმცა უცნობია, ის თანამდებობას 2021 წლის ზაფხულში დატოვებს, თუ კონტრაქტით ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს და კოლექტივს 2022 წლის 30 ივნისს გამოემშვიდობება.
ფაქტია, რომ ზინედინს საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებზე უჭირავს თვალი და სანაკრებო გამოწვევის მიღება სურს.
ამ ყველაფრის პარარელურად ფლორენტინო პერესი ახალი მწვრთნელის შერჩევის პროცესს განსაკუთრებული სიფრთხილით უდგება და თვლის, რომ „ბლანკოსი“ ისეთმა მწვრთნელმა უნდა ჩაიბაროს, რომელსაც წარმატების მიღწევა შეუძლია.
განიხილება კლოპის, ლიოვის, ნაგელსმანის, რაულის და სხვების კანდიდატურები. ასევე ჭორის დონეზე კვლავ ვრცელდება ჟოზე მოურინიოს დაბრუნების ვარიანტიც.
რაც შეეხება ფეხბურთელების დამატებას. პერესი 2021 წლის ზაფხულში „ახალი გალაქტიკოს“ პროექტის დაწყებას გეგმავს, რომელის სისრულეში 2022 წლის ზაფხულში უნდა მოვიდეს და „ახალ ბერნაბეუზე“ ვარსკვლავების დახუნძლულმა „რეალმა“ უნდა იასპარეზოს.
კილიან მბაპეს, ერლინგ ჰოლანდი, ედუარდო კამავინგა, პაუ ტორესი (ან ჯულს კუნდე), დავიდ ალაბა სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი. სწორედ ეს ფეხბურთელები არიან „რეალის“ რადარზე, თუმცა ამის პარარელურად „ბლანკოსი“ სხვა მოთამაშეებსაც აკვირდება მო სალაჰის, კეინის და სხვა მოთამაშების სახით.
- 27 მარტი 2021
- 5 089
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.