ზიდანმა ვასკესისა და ასენსიოსთვის სპეციალური პროგრამა შეიმუშავა
ზინედინ ზიდანს სურს, რომ ლუკას ვასკესმა და მარკო ასენსიომ კუნთები გაიძლიერონ, უფრო სწრაფად შეძლონ აჩქარება, უფრო მეტ დარტყმას გაუძლონ და უფრო მდგრადები გახდნენ.
ABC-ს ინფორმაციით, ესპანელმა შემტევებმა ზინედინ ზიდანის რეკომენდაციები უკვე მიიღეს და გუშინდელი დღიდან პროგრამის შესრულება დაიწყეს.
სეზონის გადამწყვეტი მომენტი ახლოვდება. სამეფო კლუბს აპრილის თვეში ურთულესი დაპირისპირებები ელის, როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ასევე ლა ლიგაში, აქედან გამომდინარე, ფეხბურთელთა ჯანმრთელობა და გამძლეობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
- 27 მარტი 2021
- 748
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.