ადრიენ რაბიო მადრიდის „რეალში“?
იტალიური გამოცმეების ცნობით, ტურინის „იუვენტუსი“ მადრიდის „რეალისთვის“ საინტერესო წინადადებას ამზადებს, რომლის მიხედვითაც, ისკო ალარკონისა და ადრიენ რაბიოს ბარტერი უნდა მოხდეს.
რაბიო იტალიის ჩემპიონატს ვერ მოერგო, მაგრამ დღემდე ფლობს ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელის სტატუსს, რომლის მოედნის ხედვა, პასი და ბევრი სხვა კომპონენტი მისაბაძია.
თავის მხრივ, ისკო ალარკონს მადრიდის „რეალის“ დატოვება აქვს გადაწყვეტილი და ახალ კლუბს ეძებს.
„ბებერი ქალბატონი“ მადრიდის „რეალისთვის“ რაბიოს შეთავაზებას აპირებს, თუ „ბლანკოსი“ ისკოს დათმობის მზაობას გამოთქვამს.
რაბიო 25 წლის არის, ის „იუვენტუსში“ ცოტა ხნის წინ დიდი ზარ-ზეიმით გადავიდა, თუმცა მოლოდინები ვერ გაამართლა და იტალიურ სტილს ვერ მოერგო.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ადრიენზე პრეტენზიას გუარდიოლაც აცხადებს.
- 27 მარტი 2021
- 671
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.