„რეალმა“ „ლივერპულთან“ შესაძლოა საშინაო არენაზე ითამაშოს
მოგეხსენებათ, „რეალისა“ და „ლივერპულის“ დაპირისპირება შესაძლოა არა ალფრედო დი სტეფანოს არენაზე, არამედ ესპანეთს გარეთ, ნეიტრალურ სტადიონზე გამართულიყო, რასაც ესპანეთში არსებული რეგულაციები განაპირობებდა.
ესპანური გამოცემების ცნობით, ბრიტანეთიდან ფრენების შეზღუდვას ესპანეთი 31 მარტს მოხსნის, რაც იმას ნიშნავს, რომ 6 აპრილს გასამართ დაპირისპირებაში „ლივერპულს“ მადრიდში ვიზიტის უფლება ექნება და თამაშის „დი სტეფანოზე“ ჩატარებას ხელი არ შეეშლება.
თუ მინისტრთა საბჭო მომდევნო დღეებში სხვაგვარად გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება და „რეალი“ საშინაო არენაზე იასპარეზებს.
- 24 მარტი 2021
- 1 046
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.