სილვას განცხადება

დევიდ სილვამ ერთ–ერთ ინტერვიუში ისაუბრა სამხრეთ აფრიკის მსოფლიო ჩემპიონატზე, ანდრეს ინიესტას როლზე და მის მომავალზე.

ესპანელი ფეხბურთელი დარწმუნებულია, რომ ანდრეს ინიესტას ტრავმა მალე მოუშუშდება. მან განაცხადა, რომ ინიესტა არამარტო ძველებურად ათამაშდება, არამედ ბევრ სასწაულსაც შემოგვთავაზებს მოედანზე. ის ძალიან მშვიდად უყურებს მის გარშემო გავრცელებულ ხმებს, ვინაიდან ამჟამად მხოლოდ და მხოლოდ მსოფლიო ჩემპოიონატზეა კონცენტრირებული.

"ინიესტა მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ის ნელ–ნელა იბრუნებს ფიზიკურ ფორმას. იგი თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს, ვინაიდან მისი აღდგენითი პროცესი კარგად მიდის."–განაცხადა დავიდ სილვამ პრეს–კონფერენციაზე.

სილვამ ასევე ისაუბრა სამხრეთ აფრიკელთა დახვედრასა და უსაფრთხოებაზე.

"მიღება ძალიან კარგი იყო. ისინი ძალიან თბილად შეგვხვდნენ. უსაფრთოხოების მხრივ არანაირი პრობლემა არ გვაქვს, ამ მხრივ ყველაფერ ძალიან მაღალ დონეზეა ორგანიზებული."

სილვამ აღნიშნა, რომ პოლონეთთან გამარჯვებამ ნაკრების ფეხბურთელებს უფრო მეტი თავდაჯერებულობა შემატა.

როცა მას დაუსვეს კითხვა მის მომავალზე, სილვამ უპასუხა, რომ მისი ფიქრები ეხლა მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატზეა კონცენტრირებული და სხვა დანარჩენზე არც კი ფიქრობს. "მე არ ვფიქრობ მომდევნო სეზონზე და ეს ძალიან მეხმარება. " მიუხედავად ამისა, სილვამ აღიარა, რომ ძალიან გაუჭირდება მესტალიასთან დამშვიდობება.


წყარო: defensacentral.com

  • shvela
  • 12 ივნისი 2010
  • 2 354
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)