ნაჩო:„ჩემი ოცნება კარიერის „რეალში“ დასრულებაა“

ნაჩო ფერნანდესმა სამომავლო გეგმებსა და ახლანდელ ვითარებაზე ისაუბრა.

„ვფიქრობ, საკმაოდ ნაყოფიერი სეზონი მაქვს და მთავარი მწვრთნელის ნდობას ვფლობ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთვის მადრიდში ყოფნა დიდი პატივი და ბედნიერებაა.“

„როდესაც ბავშვი ვიყავი, „რეალის“ მთავარ გუნდში თამაშზე ვოცნებობდი, ახლა კი 200-ზე მეტი ასპარეზობა მაქვს გამართული და კიდევ ბევრჯერ ვაპირებ „მერენგების“ მაისურით ძალების მოსინჯვას. წლევანდელ სეზონში დიდი სათამაშო პრაქტიკა მაქვს, რაც ძალიან მახარებს. ჩემი ოცნება კარიერის მადრიდში დასრულებაა.“

„ნაკრებში მოხვედრის იმედი მქონდა, თუმცა ასე არ მოხდა. იმედს არ ვკარგავ და მჯერა, რომ „ფურია როხას“ ღირსებას კიდევ ბევრჯერ დავიცავ.“

„ჩემპიონთა ლიგას უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ და ვთვლი, რომ „ბლანკოსს“ წარმატების მიღწევა შეუძლია,. „ლივერპული“ ურთულესი მეტოქეა, მაგრამ გვჯერა, რომ 1/2 ფინალში გასვლა შესაძლებელია.“

  • Ramos
  • 24 მარტი 2021
  • 614
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (241)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)