სოლდადოს ტრანსფერმა "მადრიდის რეალს" 3 მლნ. მოუტანა

ხუთშაბათს "ვალენსიამ" ოფიციალურად გამოცხადა "ხეტაფეს" ფეხბურთელის სოლდადოს შეძენის შესახებ. სატრანსფერო თანხა არ დასახელებულა, მაგრამ , როგორც ესპანური პრესა იუწყება, ის მიახლოებით 10 მლნ. ევროს შეადგენს.

ტრადიციის მიხედვით , "მადრიდის რეალი" საკუთარი ფეხბურთელის გაყიდვისას , ხელშეკრულებაში გარკვეულ პუნქტებს ამატებს. მაგალითად, ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, "თეთრების" საბანკო ანგარიში სამი მილიონი ევროთი შეივსო, ვინაიდან უესლი სნეიდერმა მოიგო ჩემპიონთა ლიგა "ინტერთან" ერთად.

ეხლა "ვალენსიამ", რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოემშვიდობა საკუთარ უდავო ლიდერ დევიდ ვილას, კონტრაქტი გააფორმა "მადრიდის რეალის" აღზრდილ რობერტო სოლდადოსთან, რომელიც ორი წლის წინ მადრიდიდან მის გარეუბანში 4 მლნ. ევროდ გადავიდა. ამ ორი წლი მანძილზე , სოლდადო კლუბის ნამდვილ ლიდერად იქცა. ფეხბურთელს უფრო დიდი ამბიციები აღმოაჩნდა და მან გადაწყვიტა ვალენსიაში გადაბარგება, რომ ადგილობრივი კლუბის ლიდერი გამხდარიყო თავდასხმის ხაზში.

ეს შეთანხმება ხელს აძლევდა ყველა მხარეს, იმასაც კი, რომელიც საერთოდ არ მონაწილეობდა მოლაპარაკებებში. "ვალენსიამ" შეიძინა ძლიერი თავდამსხმელი, "ხეტაფემ" მიიღო თანხა, რომელსაც ვალების გასასტუმრებლად გამოიყენებს, სოლდადო დიდ კლუბში გადაბარგდა, ხოლო "რეალმა" "ვალენსიასგან" მიიღო დამატებით 3 მლნ. ევრო.


წყარო: defensacentral.com

  • shvela
  • 12 ივნისი 2010
  • 1 931
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)