საშინელი ინფორმაცია მადრიდის „რეალში“
მადრიდის „რეალის“ სამედიცინო შტაბმა საშინელი ინფორმაცია გაიგო.
ფედერიკო ვალვერდე ტრავმირებულია, მან გუნდთან ერთად ვარჯიში ვერ შეძლო და აღდგენით პროცესს საჭიროებს.
ურუგვაელ ფეხბურთელს მინიმუმ 2 კვირიანი სარეაბილიტაციო კურსი სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ „ლივერპულთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩში გუნდის დახმარებას ვერ შეძლებს, ჯერ-ჯერობით უცნობია, მოასწრებს თუ არა ის გამოჯანმრთელებას „ელ კლასიკოსთვის“.
ასევე ცნობილი გახდა, რომ ტრავმირებულია ტონი კროოსიც, რომელიც გერმანიის ნაკრებთან ერთად იმყოფება, მისი დაზიანების სიმძიმე მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც სრულფასოვან სამედიცინო შემოწმებას გაივლის. წინასწარი დაკვირვების მიხედვით, ტონის პრობლემა სერიოზული არ უნდა იყოს.
- 24 მარტი 2021
- 15 722
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.