„არსენალს“ ოდეგორის დატოვება სურს
ბრიტანული გამოცემების ცნობით, ლონდონის „არსენალს“ მარტინ ოდეგორის დატოვება სურს და ზაფხულში „რეალს“ მიმართავს.
ჯერ-ჯერობით უცნობია ნორვეგიელი ფეხბურთელის პოზიცია პრემიერლიგაში დარჩენასთან დაკავშირებით, თუმცა დიდი ალბათობით ის ზიდანს ელოდება. თუ ფრანგი მთავარ მწვრთნელად დარჩება, მარტინი გუნდში დაბრუნებას არ აპირებს, ვინაიდან თვლის, რომ ზინედინის სპეციფიკას ვერ მოერგო.
„არსენალი“ სამეფო კლუბს კვლავ 1 წლიან იჯარაზე მიმართავს, სადაც შესაძლოა გამოსყიდვის უფლებაც ჩაიდოს შეთანხმებაში.
- 23 მარტი 2021
- 1 629
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.