ცნობილია 3 ფეხბურთელი, რომელიც „რეალს“ პირველ რიგში ტოვებს!
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალიდან“ 3 ფეხბურთელის წასვლა უკვე მკაცრად გადაწყვეტილია და ეს მოთამაშეები კლუბს პირველ რიგში დატოვებენ.
სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე ისკო ალარკონი, მარიანო დიასი და მარსელო ვიეირა ტრანსფერზე დადგებიან. გადაწყვეტილია, რომ ეს ფეხბურთელები გუნდს ტოვებენ.
რაც შეეხება მომავალ კლუბებს, სამივე მოთამაშეს არაერთი მსურველი ჰყავს, როგორც ევროპიდან, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებიდან.
სამეფო კლუბს სურს, რომ აღნიშნული ფეხბურთელების სანაცვლოდ მინიმუმ 60 მილიონი ევრო გამოიმუშავოს.
- 22 მარტი 2021
- 6 209
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.