სად მიდის ჰოლანდი? „რეალი“ თუ „ბარსელონა“?
ერლინგ ჰოლანდთან დაკავშირებით არაერთ ინფორმაციას ვაწყდებით, რომელიც ნორვეგიელი ფეხბურთელის მომავალ კლუბს უკავშირდება.
„დორტმუნდის“ ფორვარდს სამეფო კლუბსა და „ბარსელონას“ უკავშირებენ. ამ უკანასკნელის ახალმა პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ ჰოლანდი მთავარ სატრანსფერო მიზნად დაასახელა.
თავის მხრივ, დანებებას არ აპირებს ფლორენტინო პერესი და აგენტ მინო რაიოლასთან ინტენსიურ კომუნიკაციაშია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის სათავისოდ გამოყენებას გეგმავს „დორტმუნდი“, რომლის პრეზიდენტი ხვდება, რომ ნორვეგიელთან გამომშვიდობება ყველა ვარიანტში მოუწევს, ამიტომ გერმანელები მაქსიმალური თანხის გამომუშავებას შეეცდებიან.
- 22 მარტი 2021
- 4 814
- 14
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.