თუ პერესი ტრანსფერებს არ განახორციელებს, ზიდანი „რეალთან“ კონტრაქტს შეწყვეტს
გავრცელებული ინფორმაციით, ზინედინ ზიდანსა და ფლორენტინო პერესს შორის კომუნიკაცია შედგა, სადაც ფრანგმა ფეხბურთელებმა ტრანსფერების განხორციელება სერიოზულად მოითხოვა.
ზიზუ პრეზიდენტს აქტიურობისკენ მოუწოდებს, ვინაიდან ხვდება, რომ არსებული რესურსით მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა ურთულესია. მეტიც, ფრანგი ლეგენდა პრეზიდენტს ამცნობს, რომ თუ ახალ ფეხბურთელებს არ უყიდის, კონტრაქტი 1 წლით ადრე გაწყდება და ზინედინი მზად არის, ხელშეკრულებით დაკისრებული ჯარიმაც გადაიხადოს.
მთავარი მწვრთნელის აზრით, ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, „რეალმა“ მინიმუმ 3 ფეხბურთელი უნდა დაიმატოს და აქცენტი წინახაზელებზე გააკეთოს.
რა თქმა უნდა, ფრანგი სპეციალისტის ფავორიტი კილიან მბაპეა, თუმცა განიხილება სხვა ფეხბურთელებიც.
- 21 მარტი 2021
- 7 430
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.