ლიოვმა ესპანური ენის შესწავლა დაიწყო
გერმანული გამოცემების ცნობით, ბუნდესნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იოაჰიმ ლიოვმა ესპანური ენის შესწავლა დაიწყო.
ლიოვი 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გერმანიის ნაკრებს დატოვებს, ინფორმაცია რამდენიმე ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა. ლიოვს საკლუბო დონეზე სურს ძალების მოსინჯვა და მას მადრიდის „რეალს“ უკავშირებენ.
გერმანელთა ცნობით, იოაჰიმმა ესპანური ენის შესწავლა დაიწყო, რათა „ბლანკოსში“ დანიშვნის შემდეგ ენის ბარიერი მაქსიმალურად მოკლე დროში მოიხსნას.
- 21 მარტი 2021
- 892
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.