დეშამი:„საფრანგეთის ნაკრებში ზიდანი იდეალურად ჩამანაცვლებს“
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა მომავალთან დაკავშირებით ისაუბრა და ზინედინ ზიდანსაც შეეხო.
„მსურს, რომ ეროვნული ნაკრები ძალიან წარმატებული მწვრთნელის სტატუსით დავტოვო. მე მაქვს შანსი 2021 და 2022 წლებში ორი უდიდესი ტიტული მოვიგო და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებ.“
„2022 წლის მუნდიალის შემდეგ „მამლების“ რიგებს დავტოვებ და ვთვლი, რომ ჩემი იდეალური შემცვლელი ზინედინ ზიდანი იქნება, მას უკვე აქვს ის ხარისხი, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებისთვისაა საჭირო.“
- 21 მარტი 2021
- 851
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.