ალაბას ტრანსფერისთვის „რეალს“ დამატებით 20 მილიონის გამოყოფა მოუწევს
მართალია, დავიდ ალაბა რამდენიმე თვეში თავისუფალი აგენტი ხდება, მაგრამ მადრიდის „რეალს“ ავსტრიელი ფეხბურთელის დამატებისთვის 20 მილიონი ევროს გამოყოფა მაინც მოუწევს.
თუ დავიდსა და ფლორენტინო პერესს შორის საბოლოო შეთანხმება გაფორმდება, სამეფო კლუბის ბიუჯეტს ფეხბურთელის აგენტისთვის და 2 წარმომდგენლისთვის (ძმა და მამა), 20 მილიონი ევროს გაღება მოუწევს.
ეს იქნება ერთგვარი საპრემიო სისტემის ამოქმედება, რომელიც ტრანსფერის სრულყოფას შეუწყობს ხელს.
იმ შემთხვევაში და „ბლანკოსი“ დავიდს 4 წლიან კონტრაქტს შესთავაზებს და წლიურად ხელფასის სახით 10 მილიონ ევროს განუსაზღვრავს, გამოდის, რომ ალაბას ტრანსფერი პრემიებისა და ხელფასის გათვალისწინებით, 4 წლიან პერსპექტივაში 60 მილიონი ევრო დაჯდება, საიდანაც 40 მილიონი ხელფასზე მოდის, ხოლო 20 მილიონი წარმომადგენელთა უზრუნველყოფაზე.
- 21 მარტი 2021
- 1 166
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.