დანი კარვახალს ისტორიაში ყველაზე ცუდი სეზონი აქვს
გამუდმებულმა ტრავმებმა დანიელ კარვახალს არ მისცა იმის საშუალება, რომ მიმდინარე სეზონში „რეალს“ ხშირად დახმარებოდა. ესპანელი ფეხბურთელის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში მხოლოდ 12 ჩატარებული დაპირისპირებაა.
ესპანელ ფეხბურთელს ისტორიაში ყველაზე ცუდი სეზონი აქვს. დანიმ მაშინაც კი გაცილებით მეტი მატჩის ჩატარება მოახერხა, როდესაც გულის პრობლემების გამო რამდენიმე თვის გამოტოვება მოუხდა.
2013/14 წლების სეზონში ესპანელი ფეხბურთელის ანგარიშზე 45 ჩატარებული მატჩი დაფიქსირდა, სადაც მან მოედანზე 3 539 წუთი გაატარა მოედანზე.
2014/15 წლებში დანიმ 43 მატჩში შეძლო გუნდის დახმარება და ჯამში 3 475 წუთი ითამაშა.
2015/16 წლების სეზონი შედარებით მოკრძალებული გამოდგა და ესპანელმა 30-ჯერ მოირგო „ბლანკოსის“ მაისურზე, მის ანგარიშზე 2 320 წუთი დაფიქსირდა და აქამდე ეს გახლდათ ყველაზე ცუდი შედეგი.
2016/17 წლების სეზონში დანიელმა 41 დაპირისპირება გამართა, მის აქტივში 3 549 წუთი ჩაიწერა.
2017/18 წლებში დანიმ კვლავ 41 მატჩი ჩაატარა, სათამაშო წუთები კი 3 474 გახლდათ.
2018/19 წლების სეზონში ციფრები მცირედით შემცირდა, ფეხბურთელმა 37 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3 140 წუთი დააფიქსირა.
2019/20 წლებში კარვახალმა 42 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ის მოედანზე 3 753 წუტის მანძილზე იყო და ეს გახლდათ საუკეთესო შედეგი ისტორიაში.
მიმდინარე, ანუ 2020/21 წლების სეზონში დანის ანგარიშზე ჯერ-ჯერობით 12 ჩატარებული მატჩი და 945 წუთია, სადაც ის 2 გოლს მოითვლის. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ესპანელი დარჩენილ ყველა დაპირისპირებას ჩაატარებს, მინიმალურ 30 მატჩიან მაჩვენებლებმადეც ვერ მივა.
- 21 მარტი 2021
- 907
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.