ჰოლანდი რაიოლას „რეალში“ ტრანსფერზე მოლაპარაკებებს სთხოვს
ესპანური გამოცემების ცნობით, ერლინგ ჰოლანდი მადრიდის „რეალთან“ ახლა ისე ახლოსაა, როგორც არასდროს. ნორვეგიელი ფეხბურთელი გრძნობს, რომ უმაღლეს დონეზე თამაში და „ბლანკოსში“ არსებული კრიტერიუმების დაკმაყოფილება შეუძლია.
გავრცელებული ინფორმაციით, ჰოლანდი აგენტ მინო რაიოლას დაუკავშირდა და სთხოვა, რომ მადრიდის „რეალიდან“ წამოსული წინადადება სერიოზულად განიხილოს, ვინაიდან ნორვეგიელის ინტერესებში ზაფხულში კლუბის შეცვლა შედის.
Marca-ს ინფორმაციით, „რეალი“ სერიოზულად არის გააქტიურებული და ერლინგს 6 წლიან კონტრაქტს სთავაზობს.
ფეხბურთელი ფლორენტინო პერესის გაოცება განაგრძობს და გოლების გატანის ტემპს არ ანელებს. გუშინ „დორტმუნდის“ მეტოქე „კიოლნი“ იყო, სადაც ახალგაზრდა ფორვარდმა 2 გოლის გატანა შეძლო.
- 21 მარტი 2021
- 3 631
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.