მაურინიო კვლავ გამოიყენებს "Real Madrid TEC"–ს
2007 წლის ივნისში "მადრიდის რეალის" საწვრთნელ ბაზაზე–"ვალდებაბასზე" გახსნეს Real Madrid TEC–ის ლაბორატორია, რომელიც მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე განვითარებული ლაბორატორიაა. აქ შესაძლებელია იმის დადგენა, რამდენადაა ფეხბურთელი ფიზიკურად მზად. წინა სეზონში ამ ლაბორატორიას საერთოდ არ იყენებდნენ, ვინაიდან მისმა დამფუძნებელმა და მთავარმა კურატორმა იტალიელმა ვალტერ დი სალვომ დატოვა კლუბი. ამ ლაბორატორიაში წინა სეზონში ძალზედ ცნობისმოყვარე კანტერას ფეხბურთელებს თუ იხილავდით.
როცა ათი დღის წინ "მადრიდის რეალის" ახალ მწვრთნელს აჩვენეს ზემოთხსენებული ლაბორატორია, პორტუგალიელი ძალზედ აღფრთოვანებული დარჩა ნანახით. მან განაცხადა, რომ აუცილებლად გამოიყენებს მას, მითუმეტეს მაშინ, როცა ასეთი ლაბორატორიებით მხოლოდ მცირე რაოდენობის კლუბები თუ დაიკვეხნიან. მწვრთნელს აცნობეს, რომ ლაბორატორიამ მუშაობა სამწვრთნელო შტაბის ხშირი ცვლის გამოც შეწყვიტა. ერთი წლის წინ ვალდებაბასზე თითქმის მთელი მომსახურე პერსონალი შეიცვალა და ვალტერ დი სალვოც დარჩა სამუშაოს გარეშე. ამის გამო, მან კლუბი დატოვა. მაურინიო თვლის, რომ ეს ლაბორატორია მას დაეხმარება მუშაობაში.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ პორტუგალიელი აპირებს გაზარდოს იმ პერსონალის შტატი, რომლებიც დაკავებულნი იქნებიან ფეხბურთელებისთვის მოწინააღმდეგე კლუბის თამაშის ვიდეო ჩანაწერების მომზადებით: მაურინიო მიეჩვია მეტოქეთა თამაშების განხილვას თითოეულ ფეხბურთელთან ცალ–ცალკე, ამიტომაც ინფორმაციის შეგროვებით ოთხი–ხუთი ადამიანი დაკავდება.

წყარო: As.com
- 12 ივნისი 2010
- 1 990
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.