ზიდანი:„გადამწყვეტი მატჩების დრო მოდის“

ზინედინ ზიდანმა „სელტასთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა და გუნდში არსებული ვითარება მიმოიხილა.

„„სელტა“ საკმაოდ რთული მეტოქეა. ჩვენ ვიცით, რამხელა სირთულეებთან არის დაკავშირებული „ბალაიდოსზე“ თამაში, მაგრამ „ბლანკოსი“ ვალდებულია მოიგოს და აქტივში 3 ქულა ჩაიწეროს.“

„აზართან დაკავშირებით მუშაობა გრძელდება. ბელგიელის მომავალი ჯერ კიდევ არ არის ცნობილი. ოპერაციის შესახებ გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და არ ვიცი, საბოლოო ჯამში რა პოზიციაზე შევჯერდებით. მე მწვრთნელი ვარ და არა ექიმი.“

„მომავალზე არ ვფიქრობ. ახლა მხოლოდ იმაზე მაქვს კონცენტრაცია გადატანილი, რომ უახლოესი მატჩები მოვიგოთ. შესაძლოა ხელი 10 წლიან კონტრაქტს მოაწერო, მაგრამ მალევე წახვიდე. ამიტომ ამაზე საუბარი სისულელედ მიმაჩნია.“

„ვეტერანებთან მუშაობა ძალიან სასიამოვნოა. ვხედავ მათ წყურვილს ტიტულებისადმი და დიდ მოტივაციას. „რეალში“ არაერთი ძალიან დიდი მასშტაბის ფეხბურთელი ასპარეზობს.“

„ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ „რეალი“ დარჩა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ლა ლიგას კრიზისი აქვს, ასეც ხდება ხოლმე. „ბლანკოსი“ ეცდება, რომ მაქსიმალურ შედეგებს მიაღწიოს.“

„არ ვიცი, ითამაშებს თუ არა „ლივერპული“ მადრიდში. არსებულ რეგულაციებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია არ მაქვს. არ არის გამორიცხული, პირველი მატჩის გამართვა ნეიტრალურ სტადიონზე მოგვიწიოს.“

„ფეხბურთი ასეა, ხან გაკრიტიკებენ, ხანაც გაქებენ. მთავარი ის არის, რომ სიმშვიდის შენარჩუნების უნარი გვქონდეს.“

„მენდი დიდებული ფეხბურთელია, მე მას დიდ პატივს ვცემ. ფრანგმა ფეხბურთელმა უამრავ მატჩში გაგვიწია დახმარება.“

„„ლივერპული“ ურთულესი მეტოქეა. ზოგადად 1/4 ფინალში მარტივი წინააღმდეგი არ არსებობს. კლოპმა კარგად იცის, რომ „მერსისაიდელთა“ წინააღმდეგ, მე ყველაფერს გავაკეთებ საუკეთესო გუნდის გამოსაყვანად.“


1

20 მარტი 2021 11:01

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
შემოგევლე ზიზუ,აი დღეს გამოჩნდება რას აპირებს ზედიზედ ზიდანი,სელტასთან თუ გავასხით ეს 100 % იანი ხელმოწერაა მხოლოდ და მხოლოდ ლიგაზე კონცენტრირების,2018 წელს გავს რაღაცნაირად როცა მხოლოდ ლიგაზე ვიყავით გადართული და როგორც დასრულდა კარგად ვნახეთ,ჩემი აზრით ზიზუს მიზანი ამ წელს მხოლოდ ლიგა იყო,უბრალოდ ლა ლიგაში ისე წარიმართა ყველაფერი რო შანსები გაჩნდა,მოკლედ ესე ვფიქრობ,დღეს სელტა ვიგოს დაადუღებს რეალი,შემდეგ ლიგამდე არ ვიცი თუ გვაქვს კიდე თამაში,ჰოდა რისი თქმა მინდა,ლივერპულთან მატჩი გადაწყვეტს ყველაფერს,თან პირველივე მატჩი,იმ მატჩში თუ ფრე გავაგორეთ ან მოვიგეთ მაშინ ჩათვალეთ რო პუტასთან დაწვება ზიზუ,აი თუ წავასხით მაშინ თავის ბულკებს ათრევს ზიზუ და ლა ლიგაზე გადმოერთვება,მოკლედ დღევანდელი თამაშიც იქნება ერთ ერთი გზამკვლევი თუ რა და როგორ იქნება,დღევანდელი თამაში თუ წააგეს მაშინ აზრი აღარააქვს ლალიგაზე ფიქრს და შესაბამისად პუტასთანაც მეორე გუნდს გამოიყვანს ზიზუ ან ნახევარი ძალებით გავა,მე ვფიქრობ რომ ლივერპულამდე რამდენი თამაშიც გვაქვს დარჩენილი ყველა მოსაგებია რადგან არავინ იცის ლივესთან რა მოხდება,ვნახოთ,დღეს ვფიქრობ რო ყველა შემთხვევაში მოიგებს გუნდი
ლივერპულს კი რაც შეეხება აი რავი,80 20 აქვთ შანსები,20 იასნა ლივეს

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 15
2 რაფინია 9
3 ბუდიმირი 8
4 ვინისიუსი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2024 (34)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)