ლასანა 27 მილიონად?
ინგლისურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელი, სერ ალექს ფერგიუსონი, სერიოზულად არის დაინტერესებული ლასანა დიარას შეძენით. მან უკვე მიმართა "წითლების" ხელმძღვანელობას და სთხოვა მადრიდულ მხარესთან მოლაპარაკებების წამოწყება ლასის გადასაბირებლად .
დღეს გავრცელებული ინფორმაციით, იუნაიტედელები მზად არიან 27 მილიონ ევროს შეელიონ, რადგან ფერგიუსონს ძალიან სურს საყრდენი ნახევარმცველის დამატება.
შოტლანდიელი სპეციალისტის აზრით, ფრანგი ფეხბურთელი პირდაპირ ერგება მის სქემას და მანჩესტერს ეს ფეხბურთელი ძალიან გამოადგება. თან მოგვარდება პრობლემა, რომელიც ნახევარდაცვის ხაზშია შექმნილი.
თანხა მართლაც მაღალია და დიდი შანსია იმისა, რომ მადრიდული მხარე დათანხმდეს მოლაპარაკებების დაწყებას ინგლისურ მხარესთან. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.
- 12 ივნისი 2010
- 1 533
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.