ვასკესის აგენტი „რეალის“ გენ.დირექტორს შეხვდა
ესპანური გამოცემების ცნობით, ლუკას ვასკესისა და მადრიდის „რეალის“ გზები გაყრა ფაქტობრივად გარდაუვალია.
ესპანელი ფეხბურთელის აგენტი კლუბის გენერალურ დირექტორს შეხვდა და პოზიციები შეაჯერა. ფლორენტინო პერესის დავალებით, გუნდი პოზიციას არ ცვლის და ვასკესს გაუმჯობესებულ პირობებს არ სთავაზობს. მეტიც, „ბლანკოსი“ ვასკესს ხელფასს 15%-ით უმცირებს.
„მარკას“ ინფორმაციით, ლუკასმა უკვე სერიოზულად დაიწყო სხვა კლუბების წინადადებების განხილვა და არ არის გამორიცხული, მომდევნო სეზონიდან იტალიის სერია „ა“-შიც ვიხილოთ.
- 18 მარტი 2021
- 973
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.