კაკა: ჩემპიონატის გამარჯვებული "ბრაზილია" გახდება
"ბლანკოსის" ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, რიკარდო კაკამ განაცხადა, რომ სამხრეთ აფრიკიდან სამშობლოში თასით დაბრუნდება. რიკარდოს აზრით ბრაზილიის ეროვნული ნაკრები ძალიან კარგ ფორმაშია და შეძლებს ყველა უხერხული მეტოქის დამარცხებას...
"ჩვენ არც ისე იოლ ჯგუფში მოვხვდით, მაგრამ ეს არ გვაღელვებს, საკუთარ თავსა და ძალებში დარწმუნებულები ვართ და ვფიქრობთ, რომ შეგვწევს ჩემპიონობის ძალა."
"ბრაზილიის ეროვნული ნაკრები ყოველთვის ძლიერი და ანგარიშგასაწევი ძალა იყო. არ არსებობდა ჩემპიონატი, რომლის ფავორიტადაც "ყვითლები" არ ითვლებოდნენ."
"ძალიან მოტივირებული ვარ მჯერა, რომ ჩემი ნაკრები მოახერხებს ჩემპიონობს, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ საბოლოო საუკეთესო შედეგის მოსაპოვებლად."
"ლუიშ ფაბიანო იდეალური ფეხბურთელია, რომელსაც ნებისმიერი მომენტში შეუძლია გოლის გატანა და მატჩის ბედის გადაწყვეტა, მე მისი ძალიან მეიმედება, ბრაზილიის ნაკრებში ლუიში უდიდეს როლს ასრულებს და დარწმუნებული ვარ იგი ამ ჩემპიონატზე გაიბრწყინებს."
- 12 ივნისი 2010
- 1 969
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.