ვინისიუსი:„არ ვიცი, ეს როგორ დამემართა“
ვინისიუს ჟუნიორმა „ატალანტასთან“ შესანიშნავად ითამაშა და დაპირისპირების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„პირველივე წუთებიდან საოცარი კონცენტრაცია გვქონდა და ზიდანის დავალებებს სრულფასოვნად ვასრულებდით. მიხარია, რომ 1/4 ფინალში ვართ. ეს ჩემთვის დიდი გამოწვევაა. საკუთარი თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ არ ვიცი, რა დამემართა და როგორ ვერ გავიტანე გოლი, იმ მომენტში ძალიან დამწუხრებული გახლდით.“
„წინ დიდი თამაშებია, ყველაფერს გავაკეთებ ინდივიდუალური თვალსაზრისით პროგრესისთვის და გუნდის დახმარებისთვის. მჯერა, რომ მომდევნო მატჩებში კიდევ უფრო პროდუქტიული ვიქნები.“
„ახლა დასვენების, შემდეგ კი ლა ლიგის ძალიან მნიშვნელოვან მატჩზე გადართვის დროა. ჩვენ კონცენტრაცია გვმართებს.“
- 17 მარტი 2021
- 2 090
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.