რამოსი:,,ზიდანს 10 წუთით მეტი დრო ვთხოვე"
სერხიო რამოსმა „ატალანტასთან“ დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„ძალიან ბევრი წლის განმავლობაში არნახული სრომა გავწიე იმისათვის, რომ ასაკში მოწოდების სიმაღლეზე ვყოფილიყავი. დიახ, მე არ ვითვლები ახალგაზრდა ფეხბურთელად, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ძალიან კარგ ფიზიკურ კონდიციაში ვიმყოფები და კიდევ წლების მანძილზე შევძლებ მაღალ დონეზე თამაშს. ფეხბურთელის შეფასება რეალური მაჩვენებლებით ხდება და არა ასაკით.“
„ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით კვლავ ვერაფერს გეტყვით, ვინაიდან სიახლე არ მაქვს. როგორც დაგპირდით, მაშინვე გაცნობებთ ამბავს, როგორც კი მეცოდინება.“
„მე ვფიქრობ, რომ შეცვლილმა სტრატეგიამ გაამართლა და გუნდმა „ატალანტას“ სრული განეიტრალება მოახერხა.“
„ჩემ გოლს მეუღლეს ვუძღვნი, რომელიც ხვალ იუბილარია. „პანენკას“ შესრულება არ მსურდა, თავიდანვე ვიცოდი, რომ ძლიერი დარტყმა ოპტიმალური ვარიანტი იყო.“
„ვინისიუსი გოლს იმსახურებდა, მაგრამ არ გაუმართლა და ბურთი კარს მცირე მანძილით ასცდა, თუმცა ბრაზილიელის ღვაწლი გამარჯვებაში უდიდესია და ეს აუცილებლად უნდა აღინიშნოს.“
„ვფიქრობ, მეტი თამაში შემეძლო, მაგრამ ზიზუმ სხვა გადაწყვეტილება მიიღო, რასაც დავემორჩილე.“
„დაპირისპირების შემდეგ ფრანგმა მითხრა, რომ რისკი ამ შემთხვევაში არარელევანტურია.“
- 17 მარტი 2021
- 1 644
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.