ზიდანი:„პრესკონფერენციას მძიმედ მოსასმენი ინფორმაციით ვიწყებ“
ზინედინ ზიდანმა „ატალანტასთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა და გუნდში არსებული ვითარება მიმოიხილა.
„პრესკონფერენციას მძიმედ მოსასმენი ინფორმაციით ვიწყებ, რა თქმა უნდა ამ ამბის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია. ედენ აზარი კვლავ ტრავმირებულია და სარეაბილიტაციო კურსს საჭიროებს, ის გუნდს გამოაკლდა. შესაბამისად „ატალანტასთან“ მოედანზე გასვლა გამორიცხულია.“
„ზუსტად ვიცი, რომ გასპერინის გუნდი მადრიდში გამარჯვებისთვის ჩამოდის, ამიტომ თითოეული ფეხბურთელის მაქსიმალურ მობილიზებას ვახდენ.“
„სამი მცველით არაერთხელ მითამაშია და ეს სიახლე არ არის, ჩემმა ფეხბურთელებმა იციან სხვადასხვა ტაქტიკაზე მორგება.“
„აზართან დაკავშირებით მეტი საუბარი არ შემიძლია, ეს ყველაფერი ჩემს კომპეტენციას სცდება და სამედიცინო შტაბის საქმეა.“
„გულშემატკივრებს ვთხოვ, რომ აზარის სიტუაციას გაგებით მოეკიდონ. ყველას გვსურს ბელგიელი ფეხბურთელის გაბრწყინება, ის სამეფო კლუბში სულ სხვა იმედებით არის მოსული და მჯერა, რომ შესაძლებლობების დემონსტრირებას შეძლებს.“
„ისევ ედენზე მეკითხებით, ამჟამად გიპასუხებთ, რომ მას „ბლანკოსთან“ მრავალწლიანი კონტრაქტი აქვს და აუცილებლად მიაღწევს წარმატებას „ბლანკოსთან“ ერთად.“
„პრობლემები რა თქმა უნდა არსებობს, რამდენიმე ფეხბურთელი ტრავმირებულია, მაგრამ გუნდს აქვს შესაბამისი რესურსი იმისათვის, რომ მოთამაშეების ჩანაცვლება მოახდინოს.“
„ვალვერდე სრულიად ჯანმრთელია. ურუგვაელი ფეხბურთელის როლი როგორც ამ ფორმაციის, ასევე მომავლის „რეალში“ ძალიან დიდი იქნება.“
„რონალდუთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი და შედეგიანი წლები გავატარე. მე არ ვარ პრეზიდენტი და მის დაბრუნებაზე ახლა საუბარს არ ვაპირებ. ეს შეხვედრა ჩემპიონთა ლიგას უნდა მივუძღვნათ.“
„არ ვაპირებ ხასიათის შეცვლას, მე მიყვარს სიმშვიდე და ამას საკუთარ საქმეშიც ვახერხებ. წუწუნი ჩემი საქმე არ არის.“
„კაზემიროს არყოფნა დიდი პრობლემაა, მაგრამ როგორც უკვე გითხარით, ჩვენ გვაქვს შესაბამისი რესურსი იმისათვის, რომ ბრაზილიელის ჩანაცვლება მოვახდინოთ.“
„ასენსიო მუშაობას აგრძელებს, მის ხასიათსა და ტალანტში ეჭვი არავის ეპარება, ესპანელი ძალიან ძლიერი მოთამაშეა.“
„ეს ნამდვილად არის ფინალის ტოლფასი მატჩი, სადაც ბევრი რამ წყდება. არ გვაინტერესებს, რომ ბერგამოში 0-1 გავიმარჯვეთ, ახლა ყველაფერი 0-0-დან იწყება და საბოლოო წარმატებამდე უნდა მივიდეთ.“
„როდრიგოს თამაში მომწონს, ბრაზილიელი კარგად ადაპტირდა და მჯერა, რომ კიდევ უფრო მეტს მიაღწევს. გოეშის ტექნიკური მახასიათებლები მართლაც თვალსაჩინოა.“
- 15 მარტი 2021
- 4 473
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.