„ატალანტასთვის“ მზადება დასრულდა
სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებითი დაპირისპირებისთვის მზადება დაასრულეს. ზიდანის გუნდი „ატალანტასთან“ შესახვედრად მზად არის.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ სესიაზე მონაწილეობა არ მიუღია ედენ აზარს, რომელსაც კვლავ ფიზიკური პრობლემა აქვს და ჩემპიონთა ლიგაზე მისი გამოჩენა გამორიცხულია.
სამაგიეროდ, 100%-იანი დატვირთვა მიიღო სერხიო რამოსმა და ის იტალიური კლუბის წინააღმდეგ 60 წუთზე მეტს ითამაშებს.
სესიაზე ზიდანმა დიდი ყურადღება დაუთმო პრესინგს, ბურთის ფლობას, კარში დარტყმებსა და მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს.
მეკარეები გოლკიპერთა მწვრთნელთან ერთად ირჯებოდნენ, შემდეგ კი კოლექტივს შეუერთდნენ.
შეგახსენებათ, ბერგამოელებთან დაპირისპირება „დი სტეფანოს“ სახელობის სტადიონზე ხვალ, თბილისის დროით 23:55 საათზე აიღებს სტარტს.
- 15 მარტი 2021
- 855
- 4