„რეალს“ მოდრიჩის შემცვლელი იტალიიდან მოჰყავს!
იტალიური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესის მრავალწლიანი სატრანსფერო მიზნის დაკმაყოფილებას 2021 წლის ზაფხულში შეეცდება.
ლუკა მოდრიჩის შემცვლელი სამეფო კლუბს დღემდე არ ჰყავს. ფაქტია, რომ ხორვატის შეცვლა დიდ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული და მხოლოდ ფედერიკო ვალვერდეს იმედზე ყოფნა გამორიცხულია.
პერესი აპირებს, რომ მილინკოვიჩ-სავიჩი დაიმატოს, რომელზეც პრეტენზიას 2018 წელსაც აცხადებდა, თუმცა მაშინ „ლაციომ“ 100 მილიონი ევრო მოითხოვა და მოლაპარაკებები არ შედგა.
იტალიელთა ცნობით, ნახევარმცველის შეძენა ახლა გაცილებით დაბალი ფასის სანაცვლოდ არის შესაძლებელი და პერესი სწორედ ამიტომ აქტიურდება.
სერგის დამატებას „ბლანკოსი“ 60 მილიონ ევროს შეეცდება და მოთამაშეს 6 წლიან კონტრაქტს შესთავაზებს.
- 15 მარტი 2021
- 3 637
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.