რონალდუს წასვლის შემდეგ ბენზემამ 77 გოლი გაიტანა
სამეფო კლუბი კრიშტიანო რონალდუს გარეშე უკვე მესამე სეზონს ატარებს. პორტუგალიელით გამოწვეული დანაკლისი მართლაც აშკარა და თვალნათლივია, თუმცა ისიც ფაქტია, რომ კარიმ ბენზემამ ლიდერობა იგრძნო.
ფრანგმა ფორვარდმა რონალდუს წასვლის შემდეგ უკვე 77 გოლის გატანა შეძლო და ის ყველა სეზონში პროდუქტიულად გამოდის. მხოლოდ ლა ლიგის გათამაშებაში ფრანგის ანგარიშზე 15 გოლია, ის ასევე ეფექტურად გამოდის ჩემპიონთა ლიგაზეც.
ბენზემა შარშანაც იბრძოდა და წელსაც იბრძვის „პიჩიჩის“ ტიტულისთვის. ამ ეტაპზე „9“-იანი ლეო მესის 4 გოლით ჩამორჩება, რომელიც ცხრილის სათავეში გახლავთ.
- 14 მარტი 2021
- 849
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.