მოდრიჩი:„„გუნდმა ბრძოლისუნარიანობა და ხასიათი კიდევ ერთხელ აჩვენა“
ლუკა მოდრიჩმა „ელჩესთან“ დაპირისპირება შეაფასა და განაცხადა, რომ „რეალი“ ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს.
„მიუხედავად დიდი უპირატესობისა, პირველი გოლის გატანა „ელჩემ“ შეძლო და არა „რეალმა“. ვფიქრობ, საკმაოდ რთული ამოცანა შესრულდა. ჩვენ 2 გოლი გავუტანეთ გუნდს, რომელიც თავს შესანიშნავად იცავდა და დაცვაში ძალიან ბევრი ფეხბურთელი ჰყავდა განლაგებული.“
„ბენზემამ ნამდვილად დიდი წვლილი შეიტანა გამარჯვებაში. ფრანგი ფეხბურთელის როლი მართლაც უდიდესია.“
„კოლექტივმა კიდევ ერთხელ აჩვენა ბრძოლისუნარიანობა და ხასიათი, რომელიც გამარჯვებისთვის არის საჭირო.“
„ხვალიდან „ატალანტასთან“ მატჩისთვის მოვემზადებით, ვინაიდან ვიცით, რომ გასპერინის გუნდი უბრძოლველად არაფერს დათმობს.“
- 13 მარტი 2021
- 608
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.