ტეო:„ზიდანი კარგი მწვრთნელი იყო, მაგრამ პიოლიმ შანსი ბევრჯერ მომცა“
ტეო ერნანდესმა საკმაოდ ვრცელი და მრავლისმომცველი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც „მილანში“ ტრანსფერსა და ზინედინ ზიდანზეც ისაუბრა.
„არაერთხელ მითქვამს და ახლაც შემიძლია გავიმეორო, რომ „მილანში“ ტრანსფერის გარეშე ამ დონემდე ვერ მოვიდოდი. იმისათვის, რომ შესაძლებლობების გამოვლენა შეძლო, მოედანზე დიდი დრო უნდა გაატარო. ეს ახალი ალბათ არავისთვისაა.“
„ზიდანთან კარგი ურთიერთობა მქონდა, ის საკმაოდ მეგობრული ადამიანია, მაგრამ ბევრს არ ვსაუბრობდით. პიოლი განსხვავებული მწვრთნელია, ის მენდო და ვთვლი, რომ ავანსი გავამართლე. თავს „მილანისთვის“ საჭირო მოთამაშედ მივიჩნევ, რაც ბედნიერს მხდის.“
- 14 მარტი 2021
- 1 802
- 9