არგენტინა - ნიგერია
დღეს საღამოს, თბილისის დროით 18:00 საათზე, ქალაქ იოჰანესბურგში, Elis Park Stadium-ზე, არგენტინის ეროვნული ნაკრები, ნიგერიის გუნდს დაუპირისპირდება. მიმდინარე მატჩს უდიდესი ინტრიგა ახლავს თან, ეს ყველაფერი კი დიეგო მარადონას არაორდინალურ გადაწყვეტილებებს უკავშრდება. როგორც მოგეხსენებათ, ფეხბურთის 'უგვირგვინო მეფემ', სამხრეთ აფრიკაში გასამართ მუნდიალზე ორი ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი, ხავიერ ძანეტი და ესტებან კამბიასო არ წაიყვანა, რამაც სრულიად საფეხბურთო სამყაროში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია...
მიმდინარე შეხვედრის მიმართ ინტერესს არც, მადრიდში მალავენ... მიუხედავად იმისა, რომ არგენტინას, ესპანეთთან არანაირი კავშირი არა აქვს, მადრიდსა და კატალონიაში, ამ მატჩს დიდი ენთუზიაზმით ელიან, რადგანაც მადრიდის "რეალში", სამხრეთ ამერიკელთა ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, გონსალო იგუაინი ასპარეზობს, ხოლო კატალონიის "ბარსელონაში", არგენტინელთა უდავო ლიდერი და მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი, ლეო მესი თამაშობს.
ინფორმაციის წყარო: Soccernet
ავტორი: Kevlisha
- 12 ივნისი 2010
- 2 255
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.