ბუტრაგენიო:„რამოსისა და აზარის გამოჩენა მნიშვნელოვანი იყო“
„რეალის“ ინსტიტუციონალური ურთიერთობების დირექტორმა, ემილიო ბუტრაგენიომ „ელჩესთან“ დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„რთული მატჩი გამოდგა, რომლის მოგებაც მნიშვნელოვანი იყო იმისათვის, რომ ლა ლიგისთვის ბრძოლა გაგვეგრძელებინა. ბენზემამ საოცრება ჩაიდინა და დუბლი ჩაიწერა აქტივში. საერთო ჯამში გუნდმა უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას მიაღწია.“
„„ელჩე“ თავს შესანიშნავად იცავდა. თავიდანვე კარგად სჩანდა, რომ ამ გუნდის მიზანი ანგარიშის შენარჩუნება და ტემპის დაგდება იყო.“
„მსაჯებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას აღარ ვაპირებ. ამ მომენტის შეფასება ექსმერტებს შეეძლებათ.“
„სერხიო რამოსის დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სამედიცინო შტაბის გადაწყვეტილებით, კაპიტანს 1 საათიანი დრო მიეცა და საკმაოდ ეფექტურადაც ითამაშა.“
„ედენ აზარი პაუზის შემდეგ მოედანზე გავიდა, მისი ხარისხიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა ძალიან ბევრს ვითხოვთ და გვჯერა, რომ ბელგიელი გაიბრწყინებს.“
„დარწმუნებულები ვართ, „ატალანტა“ დიდ წინააღმდეგობას გაგვიწევს და ყველაფერს გააკეთებს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გასასვლელად, ამიტომ დიდი ყურადღება და კონცენტრაციით თამაში გვმართებს. გასპერინის გუნდს უყვარს შეტევა, ჩვენ კი თანმიმდევრულად უნდა შევძლოთ არსებული უპირატესობის გამოყენება და მომდევნო ეტაპზე გასვლა.“
- 13 მარტი 2021
- 708
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.