გასპერინი:„„რეალთან“ მატჩზე უკვე სერიოზულად ვფიქრობთ“
„ატალანტას“ მთავარი მწვრთნელი, ჯან პიერო გასპერინი სამეფო კლუბთან დაპირისპირებაზე უკვე ფიქრობს. იტალიელი სპეციალისტი ბერგამოში განვითარებული მოვლენებით უკმაყოფილოა და მადრიდში წარმატების მიღწევის იმედი აქვს.
„უკვე ძალიან სერიოზულად ვფიქრობთ მადრიდში ვიზიტსა და ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებით დაპირისპირებაზე, რომელიც გადამწყვეტი იქნება.“
„ზიდანის გუნდთან სასეირნოდ არ მივდივართ, „რეალს“ ვპირდები, რომ ჩვენ იქ უშეღავათოდ ვიბრძოლებთ და ვეცდებით, რომ მომდევნო ეტაპზე გავიდეთ.“
„პირველ მატჩსი მსაჯის გადაწყვეტილებამ ყველაფერი შეცვლაა. დიდ იმედს გამოვთქვამ, ანალოგიური აღარ მოხდება და ჩემ გუნდს სრულფასოვნად შეეძლება შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება.“
- 13 მარტი 2021
- 4 544
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.