ერთი ნაბიჯი და კრიშტიანო რონალდუ „რეალის“ ფეხბურთელია!
ესპანური Defensacentral-ის ინფორმაციით, ფლორენტინო პერესმა კრიშტიანო რონალდუს თავად შეუთვალა, რომ თანამშრომლობისთვის მზად არის, თუმცა პორტუგალიელი კომპრომისზე უნდა წავიდეს.
თუ რონალდუ ხელფასის 70%-ით შემცირებას დათანხმდება, „რეალი“ ამ ნაბიჯს გადადგამს და 1 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, რომელსაც კიდევ 1 წლიანი გაგრძელების პერსპექტივა ექნება.
ესპანური გამოცემების ცნობით, საუბარი 11-12 მილიონ ევროზე, რომელსაც რონალდუ უნდა დათანხმდეს. მადრიდში თვლიან, რომ ამ ეტაპზე კრიშტიანოსთვის ასტრონომიული ხელფასი ყველაზე დიდ მნიშვნელობას არ იძენს, ვინაიდან მას ისედაც ძალიან დიდი თანხები აქვს მობილიზებული.
ერთი ნაბიჯი და რონალდუ მადრიდში დაბრუნდება. ეს ნაბიჯი თავად CR7-მა უნდა გადადგას და ხელფაის შემცირებას დათანხმდეს.
- 13 მარტი 2021
- 6 104
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.