ზიდანი:,,რონალდუს მადრიდში დაბრუნება სასიამოვნო იქნება"
ზინედინ ზიდანმა „ელჩესთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა და საინტერესო საკითხები მიმოიხილა.
„მიუხედავად იმისა, რომ „ელჩეს“ სატურნირო თვალსაზრისით სახარბიელო მდგომარეობა არ აქვს, უდიდეს ბრძოლას ველით. ჩვენ გამარჯვება გვჭირდება, ისევე როგორც მეტოქეს. ფაქტია, რომ ურთულესი დაპირისპირება გველის, რომელსაც საკმაოდ სერიოზულად ვუყურებთ.“
„კრიშტიანო ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია, ყველამ კარგად იცის, რას ნიშნავს პორტუგალიელი მადრიდული გრანდისთვის. თუ რონალდუ მართლაც დაბრუნდება, მე ამ ტრანსფერს დიდი სიხარულით მივიღებ.“
„რამოსის განცხადება სასიამოვნო მოსასმენი იყო, ის ზუსტად აფასებს სიტუაციას და იცის, რომ 40 წლამდე თამაშს შეძლებს. დღევანდელი მონაცემებით, ესპანელ ლეგენდას ამის გაკეთების საშუალება ნამდვილად ექნება.“
„ვალვერდე უფროდაუფრო მოუმატებს, ურუგვაელი ფეხბურთელი მოედანს ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა. ფედესგან გაცილებით მეტს მოველი და მჯერა, რომ დიდ დახმარებას გაგვიწევს.“
„მე ვხედავ, რომ რაფა ვარანი ბედნიერია, ამიტომ მისი წასვლა გამორიცხული მგონია. თუ ფრანგი წავა, მე ძალიან გაკვირვებული დავრჩები.“
„რამოსი თავად გადაწყვეტს, როდის უნდა წასვლა. ესპანელს აქვს სრული უფლება ჟურნალისტებთან საკითხები მიმოიხილოს.“
„არ ვიცი, რამდენ წუთს გაატარებენ აზარი და სერხიო „ელჩესთან“ მატჩში, მათი დაბრუნება ყველა ვარიანტში პოზიტიური მოვლენაა.“
„ასენსიო კარგად მუშაობს და ბედნიერი ვარ, რომ გუნდთან ერთად შრომობს. რაც არ უნდა პროდუქტიული იყოს ესპანელი, მისგან უფრო მეტს მოვითხოვ, რადგან არნახულ პოტენციალს ფლობს.“
„არ ვიცი რა მოხდება რამოსთან დაკავშირებით, სიმართლე მხოლოდ ეს არის და სხვა არაფერი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე მისი დარჩენა მსურს.“
„კარგად ვიცით ჩვენი მდგომარეობა და იმასაც ვაცნობიერებთ, რომ ქულების დაკარგვა არ შეიძლება, ჩვენ ძალიან დიდი შემართებით ვითამაშებთ.“
„ვინისიუს ჟუნიორმა ძალიან დიდი პროგრესი აჩვენა, მაგრამ ყველაფერი წინ არის. ბრაზილიელს მეტს მოვთხოვთ, რადგან ვთვლით, რომ ძალიან ნიჭიერია.“
„კამავინგას დიდ პატივს ვცემ, მას დიდი მომავალი აქვს, თუმცა „რენს“ ეკუთვნის და არა სამეფო კლუბს.“
„აზარი თავს კარგად გრძნობს, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ის მოედანზე გავა და საკუთარ ძალებს ირწმუნებს.“
„12 ტური დარჩა და ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. მჯერა, რომ ლა ლიგისთვის ბრძოლა შეიძლება, ამიტომ გაჩერებას არ ვაპირებთ.“
„როდესაც აზარი 100%-ით მზად არ არის, რისკის გაწევას არ ვაპირებ. ახლა ედენს მოედანზე გასვლა შეუძლია.“
- 12 მარტი 2021
- 11 258
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.