რამოსი:„გუარდიოლას „ბარსელონა“ ყველაზე მძიმე მეტოქე იყო“

სერხიო რამოსმა საკუთარი სერიალის პრეზენტაციის ფარგლებში ბევრი საინტერესო საკითხი მიმოიხილა. გავრცელებული ინფორმაციით, ესპანელი ფეხბურთელის ძალიან საინტერესო ფილმი 9 აპრილს იქნება ესპანური პუბლისკისთვის ხელმისაწვდომი. სერიალის სახელი იქნება - „ლეგენდა სერხიო რამოსზე“, რომელიც 6 სერიისგან შედგება.

„ყოველთვის მაქვთ შიმშილი, ყოველთვის მსურს ტიტულები. მამაჩემმა და ჩემმა ძმამ ძალიან დიდი როლი ითამაშეს ჩემს ჩამოყალიბებაში, ისინი არასდროს მაძლევდნენ იმის საშუალებას, რომ თვითკმაყოფილებას მივცემოდი. ბავშვობიდან საოცრად ჯიუტი ვარ და ვცდილობ, რომ პროგრესი არასდროს შეწყდეს. სპორტსმენისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მუდამ განვითარებაზე ფიქრი.“

„ბევრი რამით ვართ კმაყოფილი, მათ შორიც იმით, რომ ბავშვების დახმარების პროექტში ჩართვას ვახერხებ, ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტია. ვიმედოვნებ, კოვიდ 19 მალე დასრულდება და ყველა ადამიანს მიეცემა ბედნიერად ცხოვრების საშუალება.“

„ფეხბურთის თამაშს კიდევ 4-5 წლის განმავლობაში ვაპირებ, შემდეგ კი კარიერას დავასრულებ და სხვა საქმიანობას მივყობ ხელს.“

„სამწუხაროდ, კონტრაქტის განახლებასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, რადგან ახალი არაფერია. მერწმუნეთ, შემიძლია პირობა მოგცეთ, რომ მე ვიქნები პირველი ადამიანი, ვინც სიახლის არსებობის შემთხვევაში თქვენ შეგხვდებათ და ყველაფერს გაცნობებთ.“

„ამ ეტაპზე ჩემი მიზანი მოედანზე რაც შეიძლება მალე დაბრუნება და ტიტულის მოგებაა. სეზონის ბოლომდე ჩვენ გვაქვს შანსი მოვიგოთ ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა.“

„„ელ კლასიკო“ ყოველთვის ჯადოსნური იყო და ასე გაგრძელდება მომავალშიც. ეს ვერანაირად ვერ იქნება ის დაპირისპირება, რომელშიც მხოლოდ 3 ქულის მოპოვებაა შესაძლებელი. სიმართლე გითხრათ, ხოსეპ გუარდიოლას „ბარსელონა“ ჩემთვის ყველაზე მძიმე მეტოქე იყო, მაშინ საოცარ გუნდთან ვარკვევდით ურთიერთობას.“

„ფეხბურთი ძალიან შეიცვალა, ბოლო დროს უდიდესი ყურადღება ეთმობა დაცვაში კარგ თამაშს, ვინაიდან ამის გარეშე წარმატებაზე ფიქრი ფაქტობრივად გამორიცხულია. დღევანდელი მწვრთნელები ცოტა ხნის წინ ფეხბურთელები იყვნენ. არაერთის ჩამოთვლა შემიძლია - ზიზუს, ლუის ენრიკეს და სხვების კვალდაკვალ. დღეს ჩვენ რადიკალურად განსხვავებული ფილოსოფიის სპეციალისტები გვყავს.“

„ძალიან მომწონდა რონალდინიო, ის ფეხბურთს ალამაზებდა, შესანიშნავ და უეფექტურეს ფეხბურთს თამაშობდა ზინედინ ზიდანი, რომელთანც ერთადაც ბურთის გაგორების საშუალება საბედნიეროდ მქონდა. მახსოვს დელ პიეროს, კიჭას, კანიჯას, იეროს, რივალდოს, რაულისა და სხვების არნახული გამოსვლები. ეს ფეხბურთელები ფეხბურთს ძალიან მიმზიდველს ხდიდნენ.“

„არაერთი დიდებული თანაგუნდელი მყავდა. მე ვითამაშე რაულთან, კრიშტიანოსთან, ბექჰემთან და სხვა ლეგენდებთან ერთად, მათგან ძალიან ბევრს ვსწავლობდი. ესპანეთის ნაკრებში ჩავი, ინიესტა, პუიოლი და სხვები დიდებულად ასპარეზობდნენ და მე მათგან ბევრს ვსწავლობდი.“

„ვინც ფეხბურთელობაზე ოცნებობს, ნურავის მისცემს უფლებას, რომ ეს ოცნება წაართვას. ბოლომდე ბრძოლა და შემართება საბოლოო წარმატების საწინდარია.“

„მსაჯობა საკმაოდ პატივსაცემი პროფესიაა. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ არბიტრებს, თუნდაც ისინი შეცდომას უშვებდნენ. ის, რაც „ატლეტიკოსთან“ მოხდა, პირადად ჩემი აზრით შეცდომა იყო.“

„ზლატან იბრაჰიმოვიჩს ისტორიუ ფორვარდად მივიჩნევ, ის შვედეთის ნაკრებთან და სხვადასხვა კლუბთან ერთად ყოველთვის ეფექტური იყო. ევროპული კარიერის დასრულების შემდეგ ის შეერთებულ შტატებში წავიდა, თუმცა უკან დაბრუნდა და საოცრებები ჩაიდინა, მას დღემდე ვერ აჩერებენ. ზლატანი არის გამოვლინება იმისა, რომ ასაკი უმთავრესი კომპონენტი არ არის.“

„ბავშვობაში ხშირად ვთამაშობდი ხელბურთს, კალათბურთსა და ფრენბურთს, თუმცა ჩემთვის ფეხბურთი ყოველთვის უპირველესი იყო და ბედნიერი ვარ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე.“


1

11 მარტი 2021 21:32

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 453
გახანგძლივე კარიერა სევილიაში უნდა დაასრულო ისე. საიდანაც. დაიწყე. ფეხბურთი ან ამერიკაში ინტერ მაიამში ბექჰემთან

2

11 მარტი 2021 22:58

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: kartofili-rauli
გახანგძლივე კარიერა სევილიაში უნდა დაასრულო ისე. საიდანაც. დაიწყე. ფეხბურთი ან ამერიკაში ინტერ მაიამში ბექჰემთან

Ar exatebat sergio gulze seviliashi mec egre minda ise tu realshi ver mashin sevilliashi daasrulos da imedia fanebtanac sherigdeba

3

12 მარტი 2021 01:06

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ბიჭებო თქვენ რას ფიქრობთ?? მილანი მანჩესტერი, ვინც გავა შემდეგ ეტაპზე ის მოიგებს უეფას ჩემი აზრით. მინდა ერთი 500 ევრო დავდო

4

12 მარტი 2021 03:13

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ერნანდესის 10 შეცოდა რეალის მატჩებში აქ არის ბარსას ფანებო ეხლა მაინც გაჩუმდით

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)