„ელჩესთვის“ მზადება გრძელდება
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელები „ელჩესთან“ დაპირისპირებისთვის მზადებას განაგრძობენ. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ ვარჯიშზე სრულად დაიტვირთნენ სერხიო რამოსი და ედენ აზარი.
ზიზუმ დიდი ყურადღება დაუთმო, როგორ ბურთთან ერთად ვარჯიშს, ასევე ბურთის გარეშე არსებულ კომპონენტებს.
სესიის მეორე ნაწილში ფეხბურთელებმა პრესინგსა და მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშზე იმუშავეს.
კარვახალი აღდგენით პროცესს განაგრძობს, მარიანომ და ოდრიოზოლამ კი ჯერ სატრენაჟორო დარბაზში ივარჯიშეს, შემდეგ კი გუნდს შეუერთდნენ.
ხვალ სამეფო კლუბის ფეხბურთელები კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან და მორიგ სესიას გამართავენ.
- 11 მარტი 2021
- 507
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.