ლაპორტა საქმეში ჩაერთო, პერესი ჰოლანდის დათმობას არ აპირებს
„ბარსელონას“ ახალი პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ერლინგ ჰოლანდი დაიმატოს.
თავის მხრივ, ფლორენტინო პერესმა საფრთხე სერიოზულად იგრძნო და აქტიურ მოქმედებებზე გადავიდა.
ესპანური გამოცემების ცნობით, „ბლანკოსის“ წარმომადგენლები კიდევ ერთხელ დაუკავშირდნენ ნორვეგიელი ფორვარდის აგენტს და კონტრაქტის დეტალებზე ისაუბრეს.
გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „რეალის“ ხელმძღვანელობა გერმანიაში ვიზიტს და „ბორუსიელებთან“ საუბარსაც გეგმავს.
- 11 მარტი 2021
- 1 246
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.