„რეალმა“ რაფაელ ვარანის შემცვლელის ვინაობა დაასახელა
მადრიდის „რეალს“ რაფაელ ვარანმა ამცნო, რომ ახალ კონტრაქტზე ხელის მოწერის არ აპირებს. ფრანგი ფეხბურთელი ზაფხულში ესპანეთს დატოვებს.
ესპანური გამოცემების ცნობით, ფლორენტინო პერესმა მსოფლიო ჩემპიონის შემცვლელი დაასახელა.
„ბლანკოსის“ უმთავრესი სამიზნე პაუ ტორესი იქნება, რომელიც სერხიო რამოსს შეუწყვილდება და ესპანურ დუეტს შექმნის.
ფაქტია, რომ სამეფო კლუბში ედერ მილიტაოს იმხელა ნდობის მანდატი არ აქვს, რომ გუნდმა ახალი მცველის შეძენაზე არ იფიქროს.
პრეზიდენტს პერესს ვარანის სანაცვლოდ 85 მილიონი ევროს მიღება აქვს მიზნად დასახული.
- 11 მარტი 2021
- 4 643
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.