მაურინიომ შვებულება ერთი კვირით შეიმცირა.

"მადრიდის რეალის" ახალმა მწვრთნელმა ჟოზე მაურინიომ გადაწყვიტა საკუთარი შვებულება ერთი კვირით შეიმციროს და მადრიდში 14 ივნისს დაბრუნდეს, იმისთვის, რომ დაიწყოს მუშაობა წინასასეზონო მომზადების დაგეგმვაზე. პორტუგალიელი , მადრიდში გადმოსვლის პირველივე დღიდან მუდმივ კონტაქტში იმყოფება ხორხე ვალდანოსა და მიგელ პარდესასთან, რომელთა საშუალებითაც იგებს ინფორმაციებს კლუბისთვის საინტერესო ფეხბურთელების შესახებ და ასევე მათთან ათანხმებს ადგილს, თუ სად გაივლის წინასასეზონო მოზადებას კლუბი.

მიუხედავად საკმარისი ინფორმაციის ფლობისა, მაურინიომ გადაწყვიტა პირადად დაესწროს ყველაფერს. კლუბი საწვრთნელ ვარჯიშებს 16 ივლისს დაუბრუნდება, ასე რომ მაურინიოს საკმარისი დრო ექნება სეზონისთვის მოსამზადებლად.

შეგახსენებთ, რომ ჟოზე მაურინიოს პრეზენტაცია მოხდა 31 მაისს, იგი მადრიდში 4 ივნისამდე იმყოფებოდა, რის შემდეგაც ოჯახთან ერთად გაემგზავრა დასასვენებლად. მას წესით ორი კვირა უნდა დაესვენა, მაგრამ გადაწყვიტა შვებულება ერთ კვირამდე შეემცირებინა. ცნობისთვის, წინა სეზონში სრულიად განსხვავებული სურათი იყო: მანუელ პელეგრინი 2 ივნისს წარადგინეს, 5–ში იგი ჩილეში გაფრინდა, ხოლო ვარჯიშებს კი 10 ივლისს დაუბრუნდა. მწვრთნელმა 34 დღე დაისვენა.

წყარო: AS

  • shvela
  • 11 ივნისი 2010
  • 1 569
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)