„პსჟ“ კაზემიროს სანაცვლოდ დიდ თანხას იხდის!
ფრანგული „პსჟ“-ს მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო კაზემიროს დამატებაზე სერიოზულად ფიქრობს. ესპანური გამოცემების ცნობით, პარიზული მხარე ბრაზილიელი ფეხბურთელისთვის 70 მილიონს ამზადებს.
პარიზში მიაჩნიათ, რომ არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე 29 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 70 მილიონი ევროს მიღება ნამდვილად საინტერესო უნდა იყოს.
Defensacentral-ის ინფორმაციით, მხარეებმა შესაძლოა მბაპესა და კაზემიროს გაცვლის საკითხიც განიხილონ.
- 10 მარტი 2021
- 1 414
- 9