პერესმა და ლაპორტამ ჰოლანდი და ალაბა უნდა გაიყონ
„ბარსელონას“ ახალი პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა მადრიდის „რეალის“ სატრანსფერო სამიზნეებით ინტერესდება.
ერლინგ ჰოლანდი და დავიდ ალაბა კატალონიური კლუბის რადარზეც აღმოჩნდნენ. ესპანური გამოცემების ცნობით, პრეზიდენტებმა აღნიშნული ფეხბურთელები უნდა გაიყონ.
თავის მხრივ, ლაპორტა ზაფხულში სერიოზულ ცვლილებებს პროგნოზირებს და დავიდ ალაბას კონკრეტული წინადადებით უკვე მიმართა.
რაც შეეხება ჰოლანდის, მისი ფავორიტი მადრიდული გრანდია და „დორტმუნდის“ დატოვების შემთხვევაში სწორედ „ბლანკოსზე“ გააკეთებს არჩევანს და არა კატალონიურ კლუბზე.
- 9 მარტი 2021
- 1 715
- 17
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.