მოურინიო:„ბეილმა ყოველგვარი ფსიქოლოგიური ბარიერი დაძლია“
ჟოზე მოურინიომ გარეთ ბეილი შეაქო და განაცხადა, რომ ფეხბურთელმა ყოველგვარი ფსიქოლოგიური ბარიერი დაძლია და ისეთი ფეხბურთის თამაში დაიწყო, როგორიც შეეფერება.
„გარეთს სწორედ ასეთი კლასი შეეფერება, ის ხომ უმაღლესი დონის შემსრულებელია. მე ვფიქრობ, რომ პრობლემები უკან დარჩა და ბეილმა ფსიქოლოგიური ბარიერები დაძლია.“
„ნამდვილად არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ახლა უელსელი ჩვენი გუნდისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.“
„მადრიდის „რეალში“ დაბრუნებაზე ფიქრის დრო ახლა არ არის. ახლა ჩვენი მიზანი მხოლოდ ის არის, რომ „ჰოტსპურმა“ წარმატებას მიაღწიოს და უმოკლეს დროში ოთხეულში შევიდეს.“
- 8 მარტი 2021
- 1 320
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.