შუსტერი:„„რეალს“ ძალიან სუსტი გუნდი ჰყავს“
ბენრდ შუსტერის თქმით, სამეფო კლუბში ძირეული ცვლილებებია საჭირო, სხვაგვარად ამ ფორმაციას წარმატების მიღწევა არ შეეძლება.
„„ატლეტიკოსთან“ ბევრი სისუტე გამოჩნდა. ფაქტია, რომ „რეალს“ ძალიან სუსტი გუნდი ჰყავს. „ატლეტიკო“ ბევრად უფრო ღრმა და გააზრებულ ფეხბურთს თამაშობდა, ვიდრე ზიდანის კოლექტივი.“
„„მერენგები“ შეტევაში ვერანაირ გააზრებულ კომბინაციას ვერ ახორციელებენ. ეს ფაქტია, რომელსაც პრეზიდენტმა თვალი უნდა გაუსწოროს.“
„ყველა კლუბს ჰყავს წინა ხაზში ტოპ კლასის ფეხბურთელები, რასაც „ბლანკოსზე“ ვერ ვიტყვით. კარიმ ბენზემას გარდა ამ კოლექტივში არცერთი ტოპ შემსრულებელი არ ირიცხება, რაც საგანგაშოა.“
- 8 მარტი 2021
- 1 046
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.